ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა

საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და ქვეყნის პრემიერმინისტრ არტურ რასი-ზადეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე მონაწილეობა მიიღო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებში.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იმყოფებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე, მახირ დარზიევი და ალი მამედოვი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.

საქართველოს დელეგაცია ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა აბიდ შარიფოვმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში აზერ ჰუსეინმა გააცილეს.

კომენტარი