ზღაპარი "რაგატკასტრელკოვი" ბატალიონზე, ანუ არეულობის გეგმა

„მოლოტოვის კოქტეილები“, რკინის ბურთების მსროლელი „რაგატკები“, საკრებულოს, ტელევიზიის, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების აღება შტურმით, როგორც „ანზორიკო“ ბიწაძე უწოდებს, „თხლე“ ჯართან შეტაკების თავიდან არიდება და სისხლი თბილისის ქუჩებში - აი, არეულობის გეგმის ზოგადი სახე.

ბადრი ბიწაძე, გადამდგარი გენერალი უჩავა, ირაკლი ბათიაშვილი და ძმანი მისნი: 8 მაისს, რესტორან „ზღაპარში“ შემდგარი თავყრილობა, რომლის ტექსტს და ვიდეომასალაც გთავაზობთ ქვემოთ. გადახედეთ და ისწავლეთ, როგორ უნდა გახადოთ ქვეყანა უკეთესი...

 

კრების ერთ-ერთი წევრი  ის ვისაც ჩვენ წინ დააყენებენ, იქნება ჩვეულებრივი ჯარისკაცები. ჩვეულებრივ ორწლიან, წელიწადნახევრიანი ჯარისკაცები, ჩვენ წინ.... მათ უკან იდგებიან სპეცდანიშნულების მომზადებული რაზმი.  ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მაგას. ის ჯარისკაცები, ავტომატურად გაიწევიან, როგორც კი ძალას დაინახავენ .... მიმართულებებს, როგორც ბატონ გიას  (გია უჩავაზეა საუბარი) აქვს გაანგარიშებული, ყველას თავის მიმართულება ექნება. სუყველას ... რომ დაინახავენ, რომ სოლით შევალთ და გავარღვევთ..... დაიხევენ, ის სპეცდანიშნულების რაზმი არის მთავარი. მაგათი რაზმის მიმართულება ვიცით ჩვენ. რომელი ადგილიდან, რომელი ავტობუსი გამოდის, ეგეც ვიცით ჩვენ.

ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენი ძალა არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს... აი ესაა მთავარი, გვყავს ორგანიზებული შეფიცულები და ამას შეიძლება კიდევ სხვა ორგანიზებული ჯგუფი დაემატოს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კიდევ ის, რომ ზურგს უკან არის ხალხის მასა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის უზარმაზარი უპირატესობა. ხალხის მასა თუ არის... ხალხის მასას თუ თავში უდგას ეს ორგანიზებული ავანგარდი... მასა იქცევა საშინელ ძალად..

ბადრი ბიწაძე: სიხარულიძე, რომელიც ბათუმში უხელმძღვანელებს ამ სიტუაციას... ტაქტიკას

ირაკლი ბათიაშვილი: ეს კი მარა, რას ვაპირებთ?

ბადრი ბიწაძე: მინი–თბილის იქნება,  მარა იქ შეიძლება უფრო გამწვავდეს

ირაკლი ბათიაშვილი: შენ ამბობ, რომ იქ  (ბათუმში) იქნება ერთი 140 კაცი?

ბადრი ბიწაძე: ერთი 150 კაცი არის იქა.

გია უჩავა: ამიტომ დაწყნარდით რა. თქვენ, თქვენი ყველაფერი იქნება მოცემული. დღეს არ გეტყვით მაგას... გეტყვით წინა დღეს, რას აკეთებთ...

ბადრი ბიწაძე: ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალურად, ვინ არის ეს მებრძოლი ხალხი. თუ ვიცით, რომ 500 კაცი არის და 50 კაცია, იმ 50 კაცზე გავთვლი.

გია უჩავა: ხო.

ბადრი ბიწაძე: უფრო ძნელი იქნება რა თქმა უნდა ამის გაკეთება, მაგრამ შესაძლებელია.

გია უჩავა: ჩვენ გვაქვს ზაკაზი ეხლა. მჯერა... ახლა რომ ვლაპარაკობ ეს 500 კაცი...

ირაკლი ბათაშვილი:  ეს უკვე ძალაა

გია უჩავა: ხო ეს  500. ნაომარი ბიჭი, რომელმაც იცის რა არის ეს.... აი ეს არის, რაც უნდა წამოვიდეს .... მე სხვას არ მოვხსნი... მაგისთვის ესენი მყავს. მე საერთოდ ეს ხალხი ჯერ არა მაქ. აი 1000 კაცი, რომელიც წარმოგვიდგინა მაშინ  თბილისმა და რეალურად, რომელიც არის  1078 –ია ხო ისინი!?  კიდევ გაზარდეს ამათმა რაოდენობა.  მაგრამ მე იმათ არ ვთვლი...

 ესე იგი კარგი დიდი ციფრი გამოდის....

გია უჩავა: ესეიგი მარტო აღმოსავლეთ საქართველოდან 3 000 – 4 000 ხო?

 დასავლეთი მოგყვებით...

ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ მაშინ დავთვალეთ ესე იგი 3700– 3702

ირაკლი ბათიაშვილი: პირდაპირ გამოძახების ჩათვლით. ამიტომ ვიძახი, ხალხო დღეს 3000 გამოცდილი ორგანიზებული ხალხი, რომელსაც გამაგრებული აქვთ ზურგი ხალხის მასით.. გამორიცხულია ამის ...

ბადრი ბიწაძე: პრაქტიკულად, გათვლილია ყველაფერი..

 ეს ძალიან დიდი ძალაა ..

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე გაავრცელა „სახალხო კრების“ წევრების და შეფიცულთა საუბარი.  შეფიცულების თათბირი, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ,4 და 19 მაისს გაიმართა.  შეკრებებზე კი მსჯელობა უფრო კონკრეტულად მხარეებს შორის  შეფიცულების შეიარაღებაზე მიდიოდა.   

– მუშაობს ის რაღაცა?

– გააკეთეს ბიჭებმა უკვე მოლოტოვის კოქტეილი.

– ეხლა შემდეგი... რა მოლოტოვი?.... შემდეგი საკითხი. სხვა მომენტში ეს არის ცივი იარაღი

– აი უკან...

– კაი, კაი, კაი... რეზინა სადაა?

– ჯერ არ გავუკეთე.

– მაგაზე ცოტა სხვა რაღაცეები და...

– იცი რა? მიდი ამ იარაღის აწყობა დაამთავრე ჯერ ბოლომდე 

– დავამთავრებ....

– დაამთავრე და მზა მომიტანე.

 

– თუ მაგაზე წავიდა, შენ რომ შარიკები ესროლო, მაშინ ჩვენ უნდა იარაღი ვესროლოთ.

რკინის ბურთულების გამოყენებას, ბადრი ბიწაძის ინიციატივით შეფიცულები შურდულით(რაგარტკებით) ცდილობდნენ. კადრში ნათლად ჩანს, შეფიცულთა უფროსი ასაკის მამაკაცი, ახალგაზრდა შეფიცულებს როგორ აძლევს შემდეგ დავალებას.

– გააკეთებთ ასეთ რაღაცას. გამოვყოფ კაი, მაგარ ბიჭებს, ერთი 20 კაციანი ჯგუფი, მეორე 20 კაციანი ჯგუფი საღამო პერიოდში. ჩვენ იქ თუ არ ვდგევართ, 2 კაცს გავუშვებ სასეირნოდ. თუ ვინმე დაეჯახება, ეგრევე გავიდეთ და დედა მო...... მაგათ... და ვსო... ადგილზევე დედა მო..... გამიგეთ?

 – ერთი შეკითხვა მაქვს. ისიც გასათვალისწინებელია ბატონო გია, რომ აღლუმისთვის ემზადება შეიარაღებული ძალები.

– ეს უარესია მაგათთვის...

– უარესი როგორ არის?

– როგორ და გიხსნი.. ეხლა გიხსნი.

– 25 მაისს არის რეპეტიცია

– ეხლა გიხსნით. ნებისმიერმა იდიოტმა, რომელმაც ჯარი გამოიყვანა ხალხის დასარბევად, ეს ჯარი გადავიდა ხალხის მხარეს ყველა ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველგან და მაგათ წინააღმდეგ შეტრიალდა.

შეგახსენებთ, რომ აქციების პერიოდში, კოსტავას ქუჩაზე არც ნინო ბურჯანაძე და არც მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე არ ადასტურებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი მხარდამჭერები და შეფიცულთა რაზმი შეიარაღებული იყო. აქციის დაშლის ღამეს, 26 მაისს კი მომიტინგეთა ნაწილს, რუსთაველის გამზირზე დარჩათ მოლოტოვის კოქტეილები და სპეციალური . მონადირის ასანთები, რომლებიც საკვები პროდუქტების პარკებში იყო.

მამხილებელი ვიდეომასალა იმდენად მეტყველია, რომ ნინო ბურჯანაძე ვერ უარყოფს: ვერც „ანზორიკო“ ბიწაძესთან საუბარს, ვერც იმას, რომ „ზღაპარში“ ბადრი ბიწაძე მართლაც იყო და მეგობრებს „იმაზე ესაუბრებოდა, როგორ უნდა გამხდარიყო ქვეყანა უკეთესი“. დღეს მან მორიგ ვიდეომასალაზე ასეთი კომენტარიც კი გააკეთა: „ჩემი ქმარი დადის, კი, რესტორნებში, ხანდახან. შეიძლება, სხვაგანაც დადის...“

კომენტარი