ნინო ბურჯანაძე: „ჩემი ქმარი დადის რესტორანში... შეიძლება, სხვაგანაც...“

ნინო ბურჯანაძე 26 მაისის შემდეგ პოლტიკოსისთვის ყველაზე არახელსაყრელ სიტუაციაშია: თავის მართლების რეჟიმში. ჯერჯერობით თითები არ დაუკვნეტია და იმასაც ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და მაინც ამოთხრის, მაგრამ ჯერ იმ თაგვს ჰგავს, რომელმაც თხარა, თხარა და კატა გამოთხარა... 

თითქმის ყოველდღე ქალბატონ ნინოს ბრიფინგების გამართვა და თავის მართლება უწევს. მის ტონს, კარგა ხანია, დამაჯერებლობა, ხმას კი ადრინდელი, ძალად დაყენებული მრისხანება მოაკლდა. დღეს ის ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლება რაღაცეებს უგონებს და ებრძვის.

მამხილებელი ვიდეომასალა იმდენად მეტყველია, რომ ნინო ბურჯანაძე ვერ უარყოფს: ვერც „ანზორიკო“ ბიწაძესთან საუბარს, ვერც იმას, რომ „ზღაპარში“ ბადრი ბიწაძე მართლაც იყო და მეგობრებს „იმაზე ესაუბრებოდა, როგორ უნდა გამხდარიყო ქვეყანა უკეთესი“.

დღეს მან მორიგ ვიდეომასალაზე ასეთი კომენტარიც კი გააკეთა: „ჩემი ქმარი დადის, კი, რესტორნებში, ხანდახან. შეიძლება, სხვაგანაც დადის...“

კომენტარი