სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდება პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებს.

მოგვიანებით სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სომხეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, კულტურის და დიასპორის მინისტრები, ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები.

სერჟ სარგსიანი საქართველოდან სომხურ დელეგაციასთან ერთად 19 ივნისს გაემგზავრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100