დროშის ტარებით პოლიციასთან შეტაკებისთვის – იყავ მზად!!! (VIDEO)

ბოლო წუთებში მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტელევიზიასთან შეკრებილ ხალხთან „სახალხო კრების“ ლიდერები გამოჩნდნენ. დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეკრებილებს „სახალხო კრების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, დაახლოებით 50–60 კაცი დაემატა, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობითა და აგრესიულობით გამოირჩევიან.

აქციის ორგანიზატორებისგან მიღებული დირექტივების მიხედვით, ახალგაზრდებმა რამდენიმე წუთის წინ ტარებიდან დროშის ნაჭრების ჩამოხსნა დაიწყეს. აქციაზე შეკრებილები დროშის ტარებს იმარაგებენ. როგორც ჩვენს ჟურნალისტს აქციის რამდენიმე მონაწილემ უთხრა, ხის ჯოხები, იგივე დროშის ტარები თავდაცვისთვის სჭირდებათ.

შეკითხვაზე, თუ ვისგან იცავენ თავს, აქციის მონაწილე ერთ–ერთმა ახალგაზრდამ უპასუხა: „მათგან, ვინც თავს დაგვესხმება“. ამავე დროს, „დრონი.ჯი“–სთვის ცნობილი გახდა „სახალხო კრების“ შემდგომი მოქმედების გეგმის დეტალები: ახალგაზრდებმა წინა პლანზე უნდა გადაინაცვლონ, ზურგსუკან ხალხის მასა იგრძნონ და ტელევიზიაში შეღწევა სცადონ.

როგორც „სახალხო კრების“ ერთ–ერთი წევრი იუწყება, „ბურჯანაძე და კომპანიას“ დაგეგმილი აქვს პროვოკაციის მოწყობა და ტელევიზიაში შესვლა, რასაც, მათი გეგმის თანახმად, წინ სპეცრაზმელები უნდა აღუდგნენ, ამას კი არეულობა მოჰყვება. "ნინო ბურჯანაძეს იმედი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ეს ხელისუფლებას დაბრალდეს", - ამბობს "სახალხო კრების" აწ უკვე ყოფილი წევრი, რომელიც აცხადებს, რომ დღეიდან "სახალხო კრებას" ემიჯნება.


კომენტარი