ქობალიამ ნოღაიდელს დიდი ფული აახია?

„დრონი.ჯი“-მ მორიგი სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა. საქმე ისაა, რომ როგორც წყარო გვიყვება, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფიგურას, ლოთი ქობალიას, პარტიაში გაწევრიანების სანაცვლოდ, საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა.
წყარო ამტკიცებს, რომ ნოღაიდელისგან ქობალიამ 50 000 აიღო და კიდევ მეტს ელოდება, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი არჩევნების დროს, ლოთის ფაქტორი, ნოღაიდელს სამეგრელოდან საკმაოდ სოლიდურ ხმებს მოუტანს.
ცხადია, „დრონი.ჯი“ დაუკავშირდა ნოღაიდელის გარემოცვას და შეეცადა გაერკვია - მართლა მისცა თუ არა ნოღაიდელმა ქობალიას 50 000, თუმცა, გარემოცვამ ხელები გაასავსავა და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
თავად ლოთისთან დაკავშირება კი, ამ ეტაპზე ვერ შევძელით, თუმცა, შევეცდებით მისი პოზიცია ფულის აღებასთან დაკავშირებით მოგვიანებით დავაფიქსიროთ.
ლოთი ქობალია ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერად ითვლებოდა, თუმცა, მოგვიანებით, მის სახელს მრავალი სისხლიანი ფაქტი დაუკავშირა. ყველაზე გახმაურებულია ჟურნალისტ ბოლქვაძის მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლქვაძე პირადად ლოთი ქობალიამ დახვრიტა.


კომენტარი