სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით საყვარელიძის პასუხი კახი კალაძეს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ წინა მთავრობის პერიოდში ყოველი ლიტრი ბენზინის ღირებულებიდან 5 თეთრი ხელისუფლებში მიდიოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებული საწვავის ფასის კომენტირებისას განუცხადა და დასძინა, რომროგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, საწვავის ფასის ზრდა მაშინვე შეჩერდა და შემცირების ტენდენცია დაიწყო.

კალაძის მოსაზრებას სოციალურ ქსელში პარლამნტარი დავით საყვარელიძე გამოეხმაურა.

„არ ეშვებით ბატონო კახი ასავალ-დასავალის კითხვას მთავრობის სხდომებზე?) თუ ამიდონა ფული მოპარეს ხალხს? რატომ არ გამოიძიეთ? აპატიეთ, თუ დანაშაულს ფარავთ? გახსოვდეთ რომ არც მეტი და არც ნაკლები, საქათველოს ვიცე-პრემიერი ხართ და მხოლოდ უბრალო არითმეკიტიკის ცოდნა არ მოგეთხოვებათ“ - წერს საყვარელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100