სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაცმოძრაობამ პრაიმერში მონაწილე კანდიდატები დაასახელა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილ პრაიმერში მონაწილე კანდიდატები დაასახელა. ესენი არიან დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია.

პარიმერში მონაწილე კანდიდატები დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დაასახელა. მისი განცხადებით პრაიმერი ივლისის ბოლოს დასრულდება და სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა. მისივე თქმით პრაიმერის ფარგლებში გაიმართება რეგიონული კონფერენციები და ონლაინ კენჭისყრა. ონლაინ კენჭისყრა ორშაბათს დაიწყება, ვაშაძის განმარტებით მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რაც პარტიას ხელს შეუწყობს, იმაში, რომ კანდიდატი შერჩეულ იქნას ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა აზრის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი პრაიმერის გზით იქნება დასახელებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100