სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეოცნებეები ივანიშვილის შეურაცხყოფას განარძობენ?

„თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს ქონდრისკაცი უწოდა“ - აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გახდა თეა წულუკიანის SMS მიმოწერა. წულუკიანი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანს (რომლიც ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია) წერს, რომ სამწუხაროდ არაფერი შეუძლია მათ დასახმარებლათ, თუმცა მათ გვერდით არის და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სტრასბურგამდე მიიტანს. SMS მიმოწერაში წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს ქონდრისკაცად და ამბობს, რომ სტრასბურგში პრემიერის გამოსვლაზე სირცხვილით იწვოდა. სულ მალე ყველა დარწმუნდებით ამ ამბავის სინამდვილეში. ივანიშვილი წულუკიანს ამას არ აპატიებს!!!” - წერენ ინტერნეტში.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება რთული საქმე გახლავთ, რადგან მისი მთავარი წყარო კონფიდენციალურობას ითხოვს. თუმცა droni.ge-სთან საუბარში ქართულ პოლიტიკურ კულუარებში გათვითცნობიერებულმა პირმა შემდეგი კომენტარი გააკეთა „ეგ ინფო უზუსტესია“

აღსანიშნავია, რომ როცა მარგველაშვილ-წულუკიანს შორის შრომის კოდექსზე საჯარო კინკლაობა გაიმართა, ივანიშვილმა ცალსახად განათლების მინისტრის პოზიცია დაიჭირა. მან ხისტად განაცხადა რომ მარგველაშვილს "ყველაფერში ეთანხმება". კულუარებში კი, გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმა იუსტიციის მინისტრი აითვალწუნა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა, მაშინ, უკვე იცოდა წულუკიანის sms მიმოწერის შესახებ.

ქართული ოცნების წარმომადგენლებთან წულუკიანის პირადი მიმოწერის შესახებ მედიის მხრიდან კითხვის დასმას რათქმაუნდა აზრი არ აქვს, რადგან პასუხი წინასწარვე ცნობილია, ამ ფაქტს არავინ დაადასტურებს. ალბათ იტყვიან, რომ ჭორია, მაგრამ იმასაც ხომ ამბობენ „კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო“

წყარო:

https://m.facebook.com/photo.php?fbid=513722912018865&set=a.477508078973682.108287.439832596074564&type=1&theater&refsrc=http%3A%2F%2Fmail.google.com%2Fmail%2Fmu%2Fmp%2F653%2F&_rdr

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100