სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თვეების განმავლობაში, დეპუტატების გადაბირების ძალიან უნიჭო კამპანია მიმდინარეობდა“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ წინდახედულობას გამოიჩენს და პოლიტიკურ შეცდომას არ დაუშვებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სარეიტინგო კენჭისყრის თაობაზე, საყვარელიძემ ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში ნაციონალები ერთიანნი იყვნენ.

"სამწუხაროდ, თვეების განმავლობაში, დეპუტატების გადაბირებისა და დაშინების მიზნით, ძალიან უნიჭო და ცუდი კამპანია მიმდინარეობდა. ნაციონალებს სახელმწიფო აზროვნების წინააღმდეგ მიმართულ ძალად ვერავინ მოიხსენიებს, იმიტომ რომ ამ ძალამ ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა. სარეიტინგო კენჭისყრა კი, აუცილებლად უნდა გაიმართოს", აცხადებს საყვარელიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100