სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ 20 წლის მოზარდის სიკვდილის უნებლიე მოწმე გავხდი. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიურში ვიწექი კენჭის გავლით როცა შემოაქანეს საკაცით და დაუწყეს რეანიმაცია. ეს უშუალოდ ჩემგან სამიოდ მეტრში ხდებოდა. მე ტკივილისგან გათანგული ვიწყებ ლოცვას მისი სულისთვის, რადგან უკვე თითქმის მკვდარი იყო. ცოტა ხნით მოვიდა პულსი და იმედი მოგვეცა, მაგრამ 5 წუთში ყველაფერი დამთავრდა.

რა საცოდაობაა როდესაც 20 წლის კვდები და ჯერ კიდევ არ გინახავს ცხოვრება, როგორი ძნელია როდესაც შენს ჯერ კიდევ პატარა ძმა-ბიჭებს ფაქტის წინაშე აყენებენ რომ შენ აღარა ხარ და შოკში ვარდებიან და არანორმალურად ცხოველური ხმით ბღავიან. რამ უნდა დაამშვიდოს შენი მშობლები, რომლებმაც გაგზარდეს და სიბერეში შენი იმედი ჰქონდათ, რა სიტყვების თქმა შეიძლება, რომ დედაშენმა სწორად გაიგოს ეს ამბავი და შურისძიებისა და სიკვდილის მანქანად არ იქცეს? ვინ გაგიმეტა, საცოდავს, რომ გულის არეში 7 ჯერ დანა გქონდა ჩარტყმული ან ვინ გააკეთა ეს: კაიფში მყოფი მხეცი, ამორფული მასის მსგავსი გაგლეჯილი მთვრალი თუ ვინმე სხვა არაკაცი? შენ აღარასოდეს გეცოდინება რა გადავიტანეთ მე და ჩემმა მეუღლემ , რომელიც მთელი ღამე თავზე მადგა და სხვებმა , ვინც შენი სიკვდილ -სიცოცხლის ბრძოლის მოწმე გახდა. შენ ვერასდროს გაიგებ რატომ ტიროდნენ სიმწრისაგან მომავალი ექიმები, სიმპათიური სტაჟიორი გოგონები, როდესაც შენი გადარჩენა ვერ მოხერხდა ან როგორ ბოლომდე იბრძოდნენ ექიმები შენს გადასარჩენად და სიკვდილისთვის ვერ გიმეტებდნენ. ან როგორ ტყვიაზე სწრაფად გავარდა ახალგაზრდა ექიმი შენს საშველად, მაგრამ რა მერე? ამაზრზენი ხაფანგი დაიხურა და მისმა მარწუხებივით სასიკვდილო კბილანებმა გშთანთქეს ასეთი სიცოცხლით სავსე და ახალგაზრდა ბიჭი! ვაი დედაშენსა და შენს ოჯახს, მათ ბედნიერი დღე უკვე აღარასოდეს გაუთენდებათ. შენს სიკვდილში ჩვენი ბოროტი საზოგადოება და მხეცური გარემო არის დამნაშავე, ის საზოგადოება, რომელიც ჯუნგლების კანონით დიდი ხანია ცოცხლობს, სხვისი უბედურებით საზრდოობს და ხარობს"

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი თენგო ფერცელიძე 14 ნოემბერს თბილისშ მოკლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100