„ფეისბუქ-სტატუსი" ბაჩო ახალაიას დაკავებაზე - 7. 11. 2012.

ბაჩო ახალაიას დაკავების თემა მთავარი განხილვის საგანია სოციალურ ქსელებში. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ სტატუსებში ბაჩო ახალაიასთან ერთად, ყველაზე ხშირად ვაშლს ახსენებენ, რაც უკვე დაკავებული ბაჩო ახალაიასთვის პროკურატურის მიერ დასმულ ერთ-ერთ შეკითხვას უკავშირდება: „თლიდით თუ არა ვაშლს დანით, როცა თანამშრომელს ათავისუფლებდით?“

ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ მოწონებული და გაზიარებული სტატუსი ასე გამოიყურება:

"Giorgi Grigorievi

მთელი ამ წლების მანძილზე დამაჯერეთ რომ პათოლოგი და სადისტი იყო. აწამებდა და აუპატიურებდა პატიმრებს. კორუმპირებული და მაფიოზური სისტემის შემოქმედი იყო. დავიჯერე/ ბოლოს შემაძულეთ ეს კაცი. ახლა კი დგები შე დედამო***ულო (დავესესხები ბატონ ტურაშვილს) და ააკავებ სიტყვიერი შეურაცყოფისთვის! სამართალმა მძ***რი ჭამა!"

კომენტარი