სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაროდია ლექსზე "მახარობელი" (The ვანოს შოუ) (ვიდეო)

"მახარობელი"

(პაროდია. ავტორი: "The ვანოს შოუ")

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,

ისეთი ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ მისთვის დავითი.

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

ბიჭი რაინდი, ბიჭი პათოსი,

დღეს პარლამენტში კანონად შეაქვს:

„ბიჭო, მაიტა ჩქარა ნასოსი!“

განსხვავებული წამში დალია,

და ჩააყოლა დიდი კუბდარი,

ისეთი ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ სოზარ სუბარი.

გათენებულა ოქტომბრის დილა,

და ბევრის გული გახარებულა,

დაბადებულა სიძე-ცოლისძმა,

სიძე-სიმამრიც დაბადებულა.

ნაშიმშილარი, ნამიტინგარი,

მაგარი ზმანით დამშვენებულა,

აშენებულა წუხელის კობა,

და ძიძიგურიც აშენებულა.

გასუქებულა წუხელის ბიჭი,

და პარლამენტში ჩაბუდებულა,

კოსმოსში წასვლა აღარ დასჭირდა,

დედამიწაზე გამდიდრებულა.

დღეს ყველასათვის მოულოდნელად,

დიდების კარი კვლავ გაღებულა,

დაბადებულა ზოგი მეორედ,

ზოგიც - მესამედ დაბადებულა!

წუხელ მინისტრიც დაბადებულა,

სახე ARMANI-ს და ესთეტიკის,

რეგიონების ეგონათ, მაგრამ

მერე გამოდგა ენერგეტიკის.

წუხელის გოგოც დაბადებულა:

თინა, მანანა, თეა, ელისო,

გუგულიც, ეკაც დაბადებულან

და ხვალ ვინ იცის, რა დღე გველისო.

მაღლა აწვდილი ოცნების დროშა

ლამაზ ფერებში გადაქარგულა,

გადაკარგულა სადღაც შაშკინი,

ადეიშვილიც გადაკარგულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,

უფრორე მეტად ამაღლებულა,

გაყალბებულა, თურმე, ხაშური,

თურმე, სიღნაღიც გაყალბებულა.

წუხელის მტერი, დასუფთავების

დენზე მიმბმელი დადარდებულა,

დაბადებულა მურმან დუმბაძე,

და ქუცნაშვილიც დაბადებულა!

ყველა ზღაპარი, დანაპირები,

ახდენილა და გამართლებულა,

დაპირებულა ფასების კლება,

დიდი პენსიაც დაპირებულა.

და გიხაროდენ! ქართველთა შორის

ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა,

ყველა ოცნება, სრულად თუ არა,

ნახ-ნახევარად ასრულებულა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100