სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანანა არჩვაძე–გამსახურდია: „ივანიშვილის განცხადებაზე კარგად ვიხალისე...“

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ამბობს, რომ ივანიშვილის მოსაზრებები, ზვიად გამსახურდიაზე, ნაკლებად აინტერესებს.

მანანა არჩვაძე ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებასაც ეხმაურება, რომ ზვიად გამსახურდიაზე გული მას შემდეგ აუცრუვდა, როცა მანანა არჩვაძემ იგი მის თვალწინ სცემა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტთა ჯგუფთან განაცხადა: ზვიად გამსახურდია იყო გიჟი და მას ფსიქიატრიულში უნდა დაესრულებინა სიცოცხლეო... თქვენი აზრით, რატომ გააკეთა ასეთი შეფასება ივანიშვილმა პირველი პრეზიდენტის მისამართით?

- მოდი და ამაზე ნუ გაიცინებ. მას ჰკითხეთ თვითონ, მე ეგ საკითხები ნაკლებად მაინტერესებს. საერთოდ არ მადარდებს ვინ რას იტყვის. ჩემი საქმე არ არის ვის რა აზრები აქვს. ძალიან კი გამახალისეთ ახლა.

- თქვენი აზრით, ივანიშვილზე გავლენას ხომ არ ახდენენ ის ადამიანები, ვინც კოალიციაში არიან და თავის დროზე კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მიიღეს მონაწილეობა?

- მე არ ვარ მაგათი წრის. ამაზე ვერ გიპასუხებთ. არანაირი ინტერესი არ მაქვს მასეთ წრეში ვიყო და ვაკეთო კომენტარები. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მაინტერესებს და ვინ რას ამბობს ნამდვილად არ მაღელვებს.

- ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიაზე გული მასშემდეგ ამიცრუვდა, როცა მანანა არჩაძემ ის ჩემს თვალწინ სცემაო. რატომ არ უპასუხეთ ჟურნალისტის ამ განცხადებას?

- მე ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს არ ვიცნობ. მე ვიცნობ "მხედრიონელ" მაკა რაზმაძეს. მე ვიცი, რომ ის ხალხს აწამებდა და მის სინდისზე ბევრი სისხლია. არ მაინტერესებს სისხლიანი ხალხის ამბები. მეც მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს წამეკითხა, ვიცი რაზეა საუბარი, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს, იმათ, ვისაც ავტომატი ეკავა და ადამიანებს ხოცავდა, პასუხი გავცე. ამას თუ დავუმატებთ ძარცვასა და ყაჩაღობას მით უფრო არ მაინტერესებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100