სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა საქართველოში არჩევნებისთვის მილიარდები გამოჰყო

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ჩასატარებელი არჩევნებისთვის უკვე გამოჰყო რამდენიმე მილიარდი. თუმცა, ამის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა არასოდეს გაიყიდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საინფორმაციო მომსახურების ცენტრში, უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"პუტინმა გამოაცხადა, რომ არჩევნებია წელს საქართველოში და გამოყო რამდენიმე მილიარდი. "გაზპრომს" მილიარდების მეტი რა აქვს და გამოყვეს ეხლა მიალიარდები, მაგრამ ისინი ვერსოდეს ვერ გაიგებენ, რომ ქართველი ხალხი არ იყიდება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ხალხმა გაიგო თავისუფლების გემო". - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, ქართველი ხალხი შემოდგომაზე არ გაიყიდება, მაგრამ ამას პუტინი ვერასდროს ვერ გაიგებს:

“პუტინი ვერასადროს ვერ გაიგებს, რატომ არ გაიყიდება ქართველი ხალხი. ამის ორი მიზეზია: ერთი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის გემო გაიგო და მეორე ის, სახელმწიფო არსებობს, წესები არსებობს, კანონები არსებობს და ამ კანონებს და წესებს დავიცავთ, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეგენი.

წესების ქვეყანა როცა ხარ, ძალიან ძნელია უწესო ხალხისთვის იქ შეღწევა და საკუთარი წესების დამკვიდრება. ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა და მენტალური ცვლილება, რომელიც საქართველოში ხდება.

რუსეთი ყველაზე მეტად იმას ვერ ეგუება, რომ პირველად ასწლეულების განმავლობაში, კავკასიაში შეიქმნა ნამდვილი სახელმწიფო. ყველაზე მეტად რა აგიჟებს ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს – ყველაზე მეტად ვერ გაუგიათ, რომ პირველად ასწლეულების განმავლობაში, კავკასიაში შეიქმნა ნამდვილი სახელმწიფო”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

(პრაიმტაიმნიუსისა და ჯეონიუსის მიხედვით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100