სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ სოტკილავას იუბილე ვლადიმირ პუტინმა მიულოცა

ქართველ საოპერო ტენორს, ზურაბ სოტკილავას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე მიულოცა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება .

"თქვენ ბუნებამ უდიდესი მუსიკალური ნიჭით დაგაჯილდოვათ და მსოფლიო დონის საოპერო მომღერლად გაქციათ. თქვენ ერთგულად ემსახურებით დიდ ხელოვნებას და მუსიკალურ ტრადიციებს მომავალ თაობებსაც გადასცემთ",-აღნიშნულია ვლადიმერ პუტინის მიერ გაგზავნილ წერილში.

ზურაბ სოტკილავა ქალაქ სოხუმში 1937 წელს დაიბადა. საოპერო მომღერლის კარიერამდე ის ფეხბურთს თამაშობდა და სამთო ინჟინრის უმაღლესი განათლება მიიღო. ამჟამად ზურაბ სოტკილავა მოსკოვში ცხოვრობს და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

იგი არაერთი პრემიისა და სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის რუსული ორდენის "მამულის წინაშე დამსახურებისთვის" და ორი ქართული საპატიო ორდენის მფლობელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100