სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალგაზრდები „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ და ახალ კოალიციას ქმნიან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრები ახალ კოალიციას "ახალგაზრდები სამართლიანი ცვლილებებისათვის" ქმნიან.
აღნიშნული ინფორმაცია "ივერონს" მომავალი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თოფურიამ დაუდასტურა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი თავად არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სხვადასხვა ორგანიზაციების ახალგაზრდული ჯგუფების, მათ შორის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყოფილმა წევრებმა გამოთქვეს. რატომ გადაწყვიტეს ჩვენთან გადმოსვლა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, ან რატომ დატოვეს "ქართული ოცნება", თავად მათ ჰკითხეთ", - განუცხადა "ივერონს" გიორგი თოფურიამ.

მისივე თქმით, ახალი კოალიციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც გიორგი თოფურია აცხადებს, ახალგაზრდები საზოგადოებას ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნის საკითხზე საკუთარ ხედვებს გააცნობენ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე გახმოვანდება გეგმაც, რომლითაც კოალიცია "ახალგაზრდები სამართლიანი ცვლილებებისათვის" იხელმძღვანელებს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100