ნიკოლა სარკოზის კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

ქალაქ ბაიონში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვერცხები დაუშინეს.

მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ მას შენობასთან მოწინააღმდეგეები დახვდნენ. ათობით ადამიანი სარკოზის სტვენით შეხვდა, შემდეგ კი კვერცხები დაუშინა. ზოგიერთმა სარკოზის მისამართით დაჭრილი ქარალდებიც მოისროლა.

ნიკოლა სარკოზის დაცვამ ხალხის ალყის გარღვევა ვერ მოახერხა, მაგრამ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით იგი ახლომდებარე კაფეში შეიყვანა, სადაც სარკოზის პოლიციის დანაყოფების ლოდინი მოუხდა.

სარკოზიმ არეულობის მოწყობაში თავისი მოწინააღმდეგე ფრანსუა ოლანდი დაადანაშაულა.

კომენტარი