ასტრახანში ცხრასართულიანი კორპუსი ჩამოინგრა: შემზარავი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ასტრახანში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შემდეგ ადგილზე მისულმა მაშველებმა ბოლო საათნახევრის განმავლობაში ნანფრევებიდან კიდევ 7 ადამიანი ამოიყვანეს.

საერთო ჯამში, მაშველებმა შვიდსაათიანი შეუსვენებელი მუშაობის შედეგად 21 ადამიანი გადაარჩინეს. სავარაუდოდ, ნანგრევებქვეშ კიდევ 4 ადამიანი რჩება.

გადარჩენილთაგან 14 ჰოსპიტალიზებულია, ბოლოს ამოყვანილი შვიდი ადამიანიდან კი სამს მძიმე დაზიანებები აქვს. მანამდე მაშველებამდე მივიდა ნანგრევებიდან დამოუკიდებლად თავდაღწეული სამი მოქალაქე. როგორც ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან იტყობინებიან, ცოცხალი, ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანების ხმა სახლის ნანგრევებიდან ჯერაც ისმის.

აფეთქება ასტრახანში დაახლოებით 13 საათზე მოხდა: თავდაპირველად აფეთქების ტალღამ სამი ქვედა სართული, შემდეგ კი 6 ზედა სართულიც ჩამიანგრია.

გამოძიებამ თავდაპირველად დაშვებული ვერსიებიდან ტერაქტი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გამორიცხა. სს საქმე თვითნებური მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების იგნორირების გამოა აღძრული.

ვიდეოები: რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის სიუჟეტი, სადაც გამოყენებულია მოყვარულის მიერ გადაღებული კადრები.

უკომენტარო, თვითმხილველის მიერ გადაღებული კადრები შემთხვევის ადგილიდან, რომელიც "იუთუბზე" გამოქვეყნდა სათაურით "ხელისუფლება საცხოვრებელ სახლებს აფეთქებს".


კომენტარი