სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლა სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბანაობაა პარლამენტში - მაჭარაშვილი

ახლა მისი [სალომე ზურაბიშვილის] ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა ფორმალური მხარეა და მას დიდი მოლოდინი არ აქვს, “რომ რაიმე საინტერესოს იტყვის" პრეზიდენტი.

„პრეზიდენტს ბოიკოტი საზოგადოებამ გამოუცხადა, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ, რაც თვითონ გამოუცხადა ჯერ ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და კონსტიტუციას ბოიკოტი. ახლა, გასაგებია ფორმალური მხარეა მისი ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. ახლა მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე საინტერესოს იტყვის. მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. შესრულდება ფორმალური მხარე, რომ მოვა პრეზიდენტი და იტყვის თავის სიტყვას”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100