სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავა ბიზნესწილების გამო? - რისთვის დააკავეს ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი

რისთვის დააკავეს ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი? - არსებული ინფორმაციით, დავა ბიზნესწილებს ეხებოდა, თუმცა კომპანიები, რომლებთანაც შესაძლოა, ეს დავები ყოფილიყო, ინფორმაციას უარყოფენ.

შეგახსენეთ, რომ ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი ცეხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ცნობით, გურამ ბერიძეს ხელბორიკლები ბათუმის ცენეტრში იმ დროს დაადეს, როდესაც ე.წ კანონიერი ქურდების მონაწილეობით "ქურდული გარჩევიდან" ბრუნდებოდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. შავების "სხოდკა" ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას და მისთვის წილების დათმობას ეხებოდა.

შსს-ს გამოძიება ქურდულ სამყაროსთან კავშირის მუხლით გამოძიება არ დაუწყია. აღსანიშნავია, რომ არჩილ ბერიძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და მსხვილი შემწირველია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100