სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოკატასტროფა თბილისში - გორგასლის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ავტოკატასტროფა თბილისში - გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

თვითმხილველები "პირველებს" უყვებიან, რომ ერთ-ერთ დაშავებლს გული წაუვიდა, თუმცა ექიმებმა იგი მოასულიერეს.

დიდი ავარია იყო. ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ორიენტირებულები ვიყავით, რომ ადამიანები გადაერჩინათ. ძალიან დაშავებულები იყვნენ ერთი შეხედვით. სასწრაფოც თავის დროზე მოვიდა და მაქსიმალურად მიაქციეს ყურადღება", - აღნიშნა თვითმხილველმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100