სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ ქართული ბანკებიდან ფულის გატანა? - თურნავას პასუხი

მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ ქართული ბანკებიდან ფულის გატანა - ეს იყო დღეს პარლამენტში, ერთ-ერთი მთავარი კითხვა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნათია თურნავას დაუსვეს.

მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? ახლა არ თქვათ, რომ ფარცხალაძემ, რომელმაც 13 უძრავი ქონება გადაუფორმა თავის ოჯახის წევრებს და ერთ დღეში ყველაფერი მოასწრო საჯარო რეესტრში, მას საქართველოში ფული არ ჰქონდა. ანუ, მისი ფული სად არის დღეს?"- ჰკითხა რომან გოცირიძემ თურნავას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

თურნავა აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციები არ დარღვეულა და ფარცხალაძესთან დაკავშირებით მსგავსი კითხვების დასმა მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა.

თურნავამ დღეს ირიბად იმისკენაც კი მიუთითა, რომ საქართველოში მყოფი ადამიანი დასანქცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი.

აქ კითხვა დაისვა ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით საკითხებს, არსებობს საბანკო კონფიდენციალობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა, ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია",- განაცხადა თურნავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100