სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ში ქართველი და ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში სამხედრო ძალების ჰოსპიტალში მივიდა. მან ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მოინახულა და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, იგი ვახტანგ გორგალის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ორ ამერიკელ სამხედროს, რომლებიც ქართველებთან ერთად მსახურობენ ჩრდილოეთ ჰელმანდში კი გენერალ კვინიტაძის სახელობის ჯილდოები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით, კომენტარიც გააკეთა. ჰოსპიტალის მეთაურმა, ვიცე ადმირალმა ალტონ სტოქსმა მებრძოლებთან საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობა, სამკურნალო ეფექტის ვიზიტად შეაფასა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100