სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტატუსი არ უნდა გადმოგვიგდონ, როგორც საღრღნელი ძვალი, მას თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა და ჩართულობა არჩევნებზე - პრეზიდენტი

მნიშვნელოვანია, ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა და ჩართულობა არჩევნებზე - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა Radio France info-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სწორედ 2024 წლის არჩევნებზე გადაწყდება ნამდვილი ევროპული მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტი ფრანს 24-თვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, Radio France info-სთან ხაზს უსვამ კოალიციური მმართველობის აუცილებლობას.

ჩვენ მაიდანი უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა, საქართველო პროდასავლურ და პროევროპულ არჩევანს დღეს არ აკეთებს. ის დიდი ხანია რაც გაკეთდა, მნიშვნელოვანია, რომ ის განმტკიცდა, რეფორმები ზოგჯერ რთულია, ის გრძელდება, სამწუხაროდ, ქართველები ცოტა მოუთმენელნი არიან, ისინი თავს აფარებენ ევროპას, არსებობს მნიშვნელოვანი მიგრაციული მოძრაობა, სწორედ ევროპული გადაწყვეტილება, კიდევ გავიმეორებ, გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში (წინასწარ ვერ განვჭვრეტთ მთავრობების გადაწყვეტილებას), იმედის მომცემი იქნება ქართული ახალგაზრდობისთვის, მოსახლეობის ნაწილს კი გააგებინებს, რომ ევროპული მომავალი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოშიცაა შესაძლებელი და ამისათვის მობილიზაციის გაკეთებაა საჭირო.

მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: - რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე". - ამბობს პრეზიდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100