სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმპიჩმენტი დადგმული სპექტაკლია, ივანიშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტს ამზადებს - მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული "წარმოდგენები", ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილი მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი ამზადებს ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”:

"ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება.

თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება.
ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100