სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს - ზელენსკი

რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას მხოლოდ ჯავშანტექნიკის კოლონების სიგრძის, სისასტიკის და ძალადობის სჯეროდა, ამიტომაც არის ის სუსტი.

მოგვიანებით, ჩვენი ქვეყნის შემდეგ, მათ სურთ ტანჯვა ევროპასა და მსოფლიოში გადაიტანონ. დარწმუნებული ვარ, გესმით ეს მოსკოვიდან. რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები - თითოეული მათგანი შეიძლება გახდეს სამიზნე რაკეტებისთვის, ან დაქირავებული მებრძოლებისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას გრძნობთ, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს! მინდა, რომ ნახოთ, გესმოდეთ, იგრძნოთ - უკრაინა გაიმარჯვებს!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100