სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ოცნებამ" კვორუმი დღესაც ჩააგდო - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა

"ქართული ოცნება" პროცედურულ ომს აგრძელებს - პარლამენტში ქვორუმი ისევ ვერ შედგა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა.

ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში იყო წარმოდგენილი, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არც ამჯერად გაიარეს.

უფრო კონკრეტულად, რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

ვინაიდან შევატყვე, რომ გუშინ ცოტა არითმეტიკა აგერიათ და 51-ად თვლიდით საკუთარ თავს, ერთი რეგისტრაცია გახლდათ ჩემი რეგისტრაცია. როგორც სხდომის თავმდჯომარე მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ გადაწყვეტილებას, როელიც მიიღო უმრავლესობამ, ამავე დროს როგორც სხდომის თავმდჯომარე გავდივარ რეგისტრაციას. რეგისტრაცია გაიარა 52 დეპუტატმა, კვორუმი არ არის, შესაბამისად, კენჭისყრა არ შედგება, - თქვა სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა.

ფაქტს დარბაზში ხმაური და სტვენა მოჰყვა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ამ ფაქტით, ქართველ მოსამართლეებს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100