სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14 წლის საბა მამფორიას მკვლელობა - 17 წლის ერეკლე ცანავას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

14 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

17 წლის ერეკლე ცანავას მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელი გამოუტანა.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასტიკი მკვლელობა ზუგდიდში გასულ წელს, ნოემბერში, მესხიას ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ ფარდულში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 14 წლის საბა მამფორიას გულ-მკერდის არეში ე.წ. სპიცით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული ცანავა პოლიციამ ცხელ კვალზე, მაშინ დააკავა, როდესაც ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100