სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადლობა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეროვნილ ინტერესების დაცვისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი გახარია "ტვიტერზე" წერს.

მადლობა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, საქართველოს და მისი პროევროპელი ხალხის ევროპული მისწრაფებების გამოხატვისთვის, - წერს გახარია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნება" ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაში და რუსეთის რიტორიკის გამეორებაში დაადანაშაულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100