სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალბატონო "ჯალა-თეა", ჯალათების დრო იწურება - ხაბეიშვილი წულუკიანს

ენმ-ს თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი კულტურის მინისტრს გელათის გადასარჩენად პარტიის ფინანსებით მსოფლიოდან სპეციალისტების ჩამოყვანას სთავაზობს.

ოპოზიციის ლიდერი თეა წულუკიანს "ჯალა- თეად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი მმართველობის დრო მალე დასრულდება.

ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია, ის, ვინც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად, საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია, სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენ სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - ჯალა-თეა",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100