სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავიაბილეთები იაფად FlyAvia.Ge - მარტივი არჩევანი იაფი და კომფორტული მოგზაურობისთვის

მოგზაურობის დაგეგმვა, ტურისტული მიზნით გამგზავრება, საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის მოწყობა, სასწავლო თუ სამუშაო ვიზიტით გამგზავრება საზღვარგარეთ დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ნებისმიერ მოქალაქეს მარტივად შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში გადაფრენა. მთავარია, სად შეიძენთ ავიაბილეთს და რამდენს დაზოგავთ ისე, რომ მგზავრობის ხარისხზე არ იქონიოს გავლენა, მოგზაურობის ყველაზე ძვირი სერვისი ხომ სწორედ ავიაბილეთია.

FlyAvia.Ge არის მომხმარებლის ინტერესსა და კომფორტზე მორგებული კომპანია, სადაც შეგიძლიათ 700-ზე მეტი სააგენტოს ავიაბილეთები 3 წუთზე ნაკლებ დროში მოძიოთ, შეადაროთ ან შეიძინოთ. აქ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, ავიაბილეთები ფასის, კომფორტის, გადაჯდომების რაოდენობისა და სხვა თქვენთვის საინტერესო დეტალების მიხედვით დაახარისხოთ.
გარდა ავიაბილეთებისა FlyAvia.Ge -ზე შესაძლებელია სასტუმროების მოძიება, ფასების შედარება და ონლაინ დაჯავშნა ყველანაირი საკომისიოს გარეშე.
FlyAvia.Ge -ს აქვს უნიკალური სისტემა – იაფი ავიაბილეთების კალენდარი, რომელიც საშუალებას იძლევა, მოიძიოთ aviabiletebi თვეების მიხედვით სასურველი მიმართულებით და დაჯავშნოთ წინასწარ, რათა დაზოგოთ თანხის და დროის მნიშვნელოვანი ნაწილი. გარდა ამისა ახლო პერიოდში იგეგმება ფლაიავიას Android და iOS აპლიკაციის გაშვება, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის პროცესს.

კონკრეტულ რიცხვებსა და სადღესასწაულო თარიღებში, FlyAvia.Ge-ზე ნახავთ ავიაბილეთებს სააქციო ფასში – ეს მოგცემთ საშუალებას, მოაწყოთ დაუგეგმავი მოგზაურობები, რომელიც თქვენს მეხსიერებაში წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს. იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ ფასდაკლებები საჭიროა ხშირად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს FlyAvia.Ge და Facebook გვერდს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლებს ფლაიავია სთავაზობს პირადი ტურისტული ასისტენტის სერვისს, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. პირადი ასისტენტი ყველა პროცედურას თქვენს ნაცვლად შეასრულებს. ამ სერვისის საშუალებით დაზოგავთ დროს, ენერგიას და რუტინულ სტრესულ ეტაპებსაც აარიდებთ თავს, პირადი ასისტენტის მომსახურების მისაღებად საჭიროა დარეკოთ ნომერზე 500 50 50 68 ან ონლაინ ჩათში მოიწეროთ.

Fly Avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ყველანაირი საკომისიოს და დამატებითი ღირებულებების გარეშეა შესაძლებელი. იმოგზაურეთ მშვიდად, დაზოგეთ თანხა და ენერგია. მოგზაურობა ასეთი მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100