სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 იანვარს ქუთაისში +13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +8 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +7, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. გორში მზიანი ამინდი და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +1, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +7 გრადუსი და ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100