სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს მიმოწერის უფლება შეუზღუდეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს მიმოწერის უფლება შეუზღუდეს.

ბოლო წერილი მესამე პრეზიდენტის პალატიდან საქართველოს პატრიარქის მისამართით გაიგზავნა. პენიტენციური სამსახურის მხრიდან ახალი სანქციის გატარების მიზეზი კი სავარაუდოდ, რუს უფლებადამცველ და ბლოგერ, ფეიგინისთვის გაგზავნილი წერილია, რომლის მიღების შემდეგ ფეიგინმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გეგმა აქვთ.

ცნობისთვის, დაპატიმრების შემდეგ, წელიწადზე მეტია, მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ აქვს შეზღუდული სატელეფონო სერვისით სარგებლობის უფლება, იმის მიუხედავად, რომ მსგავსი აკრძალვა პენიტენციურ სისტემაში მყოფი ათასობით პატიმრიდან არცერთის მიმართ არაა გამოყენებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100