სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე უნდა გადადგეს! ეს იქნება მისი მხრიდან ერთადერთი ღირსეული საქციელი - ვაშაძე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, კალაძის გადადგომას ითხოვს.

ვაშაძის თქმით, კალაძის გადადგომა იქნება ერთადერთი ღირსეული საქციელი თბილისის მერის მხრიდან.

„საშინელი ტრაგედია მოხდა. სამი შვილის მამა ვარ და ჩემი შვილები ძალიან ხშირად დადიან ვაკის პარკში. წარმოდგენაც არ მინდა. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. მესმის მშობლების ამ ბავშვის.
გუშინ 25 წუთი ჰქონდა ამ შადრევნებთან ლაივი ჩართული კახა კალაძეს. მე არ მგონია, რომ ამ ადამიანს რაიმე მორალური უფლება ჰქონდეს, რომ კვლავ იყოს ქალაქის მერი. ის უნდა გადადგეს. მე ვფიქრობ, ეს იქნება მისი მხრიდან ერთადერთი ღირსეული საქციელი. თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა არის მისი“. - ამბობს ვაშაძე.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შადრევანში ჩავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100