სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული უხვი ნალექით დატბორვის გამო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობაზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა. კომპანიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალმომარაგების სისტემისა და ქსელის ინტენსიური რეცხვა, რის შემდეგაც წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება და რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად სრულად აღდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100