სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში, ავარიაში დაღუპული ქართველი სამშობლოში გადმოასვენეს - დაშავებულები კლინიკაში რჩებიან

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ავარია გუშინ, 18 მაისს მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მძღოლმა საჭერ ვერ დაიმორჩილა, ბარდიულს შეეჯახა და ამობრუნდა.

ავარიის შედეგად ერთი ქართველი დაიღუპა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.

აჭარის მთავრობის ცნობით, საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100