სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. უნალექი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექი დღეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც უნალექო დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში. ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, სადაც დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა მოსალოდნელ ბორჯომში, სადაც დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი. გუდაურში უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექოდ ჩაივლის დღე, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. რუსთავშიც უნალექო დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100