სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი“ - ზახაროვა კულებას განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებას, რომელმაც უკრაინის დელეგაციის წევრებს ურჩია რუსეთთან მოლაპარაკებების დროს არ შეხებოდნენ ზედაპირებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კულებას აღნიშნულ განცხადებას დასცინა. „აჰა, ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი - ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100