სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოლექტორში ჩავარდნილ ბავშვს, რომელიც დინებამ წაიღო, ვერ პოულობენ

წლინახევრის ბავშვი, რომელიც ქალაქ ბრანსკში ასფალტის ჩავარდნის შედეგად კოლექტორში დედასთან ერტად აღმოჩნდა და წყლის დინებამ წაიღო, ჯერაც ვერ იპოვეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იპოვეს ბავშვის ცხედარი, მაგრამ სამაშველო სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება - პატარას ამ დრომდე ეძებენ.

ტრაგედია ქალაქ ბრიანსკში კვირას, ნაშუადღევს მოხდა: დედას, რომელიც საბავშვო ეტლით შვილს ტროტუარზე ასეირნებდა, მოულოდნელად ფეხქვეშ ასფალტი გამოეცალა, რის შემდეგაც ორივენი საკანალიზაციო კოლექტორში აღმოჩნდნენ. ბავშვი, სავარაუდოდ, ეტლიდან გადმოვარდა და წყალმა წაიღო, დედის გადარჩენა კი გამვლელებმა მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ქალი მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში - მძიმე შოკის გამო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამვლელებმა პოლიციაში დარეკეს და ადგილზე მისული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც იმ დროს მორიგეობა უწევდა, კოლექტორში ჩავარდნილი ბავშვის მამა აღმოჩნდა.

გამოძიების ვერსიით, ასფალტის ჩაშლის მიზეზი, შესაძლოა, კოლექტორის არასწორი მშენებლობა იყოს. მასგავსი ინციდენტი რუსეთის სხავადასხვა ქალაქში საკმაოდ ხშირად ხდება. მაგალითად, გასული წლის აპრილში მსგავსი შემთხვევა მოსკოვში მოხდა, როცა მარშალ ჟუკოვის პროსპექტზე ასფალტი ჩაიშალა და 15 მეტრის სიღრმისა და 3 მეტრის რადიუსის ღრმული წარმოიშვა, თუმცა, არავინ დაშავებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100