სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხარკოვის ოლქის ქალაქში დაბომბვას 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა

მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებში განგაშის სიგნალები ისმოდა. რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა დედაქალაქში - სარაკეტო დარტყმა კიევში თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო "იბისას" შორის იყო. აფეთქების ხმა ისმოდა ხარკოვშიც, სადაც რუსმა ოკუპანტებმა გაზის მილსადენი დაბომბეს. ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში კი დაბომბვას 8 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა. მერის მოადგლე ამბობს, რომ ქალაქის ცენტრს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მთავრობის შენობაზე თავდასხმისას კი პოლიციელები დაშავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100