სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინს შავი ქამარი ჩამოერთვა

ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 2013 წლის ნოემბერში მინიჭებული შავი ქამარი ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია „მსოფლიო ტაეკვონდო“ ავრცელებს. ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ისინი გმობენ უდანაშაულო ადამიანებზე სასტიკ თავდასხმებს, რაც ეწინააღმდეგება ტაეკვონდოს მსოფლიო ხედვას „მშვიდობა ტრიუმფზე ძვირფასია“. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ტაეკვონდოს მსოფლიო ღონისძიებებზე რუსეთს და ბელარუსს ეროვნული დროშებით წარდგენა და ჰიმნების შესრულების უფლება აღარ ექნებათ . მსოფლიო ტაეკვონდო და ევროპის ტაეკვონდოს კავშირი არ მოაწყობენ და არ აღიარებენ ტაეკვონდოს ღონისძიებებს რუსეთსა და ბელარუსში. შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100