სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება - რა განკარგულება გასცა რუსეთის პრეზიდეტმა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება.

დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს უბრძანა რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები გადაიყვანონ სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმში.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ აამუშავებს შეკავების სტრატეგიულ ძალებს, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებასაც გულისხმობს.

"ძვირფასო მეგობრებო, თავადაც ხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მიმართ არამხოლოდ არამეგობრულად მოქმედებენ, არამედ ისინი არალეგიტიმური სანქციების დაწესებით ჩვენს ეკონომიკურ სფეროსაც ეხებიან. ამასთან, ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალი რანგის ლიდერები რუსეთის მისამართით აგრესიულ განცხადებებსაც აკეთებენ. აქედან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს გაძლევთ ბრძანებას, შეკავების სტრატეგიული ძალები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანოთ" - აცხადებს პუტინი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100