სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - არსებული ინფორმაციით, ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა

1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - ტყიბულის შახტში, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადებმა გვიან ღამით, თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დამწვრობა აღენიშნებათ, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, დანარჩენების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. სავარაუდოდ, აფეთქება გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ამ დროისთვის, უბედური შემთხვევის დეტალები უცნობია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100