"სუს-ტემა უნდა დაინგრეს!" - სუს-თან საპროტესტო აქცია დაიწყო

"სუს-ტემა უნდა დაინგრეს!" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას სწორედ სუს-ის ხარჯზე ინარჩუნებს. მათივე თქმით, უწყება ქვეყნის უსაფრთხოების ნაცვლად, ერთ კაცის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. "დღეს კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ შევახსენოთ ქართული ოცნების პარტიულ დანამატს და არა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებას, რომ ისინი რეალურად არიან ძალაუფლების მთავარი ღერძი, ძალადობის მთავარი ღერძი, რომლებიც საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციების დაცვით, შანტაჟით, მუქარით ცდილობენ, ძალაუფლება შეუნარჩუნონ ოლიგარქს და ჩამოშალონ დემოკრატია საქართველოში. ეს და ასეთი სისტემები უნდა ჩამოიშალოს, გაის სისტემით არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში სამართალდამცავი უწყებები", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

კომენტარი