სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან სამწუხარო ამბავი... გარდაიცვალა არქიმანდრიტი, მისი ძმაც სიკვდილს ებრძვის" - მამა იერონიმე

არქიმანდრიტი, თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელმსახური იერონიმე ქათამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმაც ინფიცირებულია და ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის. მამა იერონიმე განმარტავს, რომ გარდაცვლილი ვაქცინირებული არ იყო.

„ძალიან სამწუხარო ამბავი…

46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.

სამწუხაროდ მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა.

ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.

პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…“,- წერს იერონიმე ქათამაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100