სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ქვეყანაში ჩაშლილის და ჩანაგავებულის გარდა რამე არი?! - მამა ათინოგენეს მონასტერში არ უშვებენ

სალხინოში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. სამართალდამცველები ბალდის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, მამა ათინოგენეს მონასტერში არ უშვებენ. ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა ტერიტორიიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, თუმცა მრევლმა ამის შესაძლებლობა არ მისცათ. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მათ დილით ადგილზე მისული მეუფე სტეფანესთვის წირვის ჩატარებაში ხელი არ შეუშლიათ, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მონასტრიდან მაინც გააძევეს. "ჭკუასუსტები, უნამუსოები, არაადამიანები და არ ვიცი ვინ არიან. აქ მილიცია დგას, ჩამოყვანილები. ვიღაცეებს უშვებენ მონასტერში და ჩვენ არ გვიშვებენ. გზას ნუ კეტავო, იმგენისთვის გზა ღიაა, ჩვენთვის დაკეტილია. ყველაფერი ჩაშლილი არ არის?! ამ ქვეყანაში რა არ არის ჩაშლილი გამაგებინეთ, ამ ქვეყანაში რამე ჩაშლილის და ჩანაგავებულის გარდა იცით რამე?! რამე არი?!" - თქვა მამა ათინოგენემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100