სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ერთ-ერთი გარეუბნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ​ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100