სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 ნოემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. იწვიმებს. მესტიაშიც ნალექი და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. გორში წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. იწვიმებს. გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100