სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადლობა რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს - მელია

თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თითოეული ხმისთვის იბრძოლებენ.

დღეს "ქართული ოცნება" საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში,თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ ძველი ბიჭებით ატარებენ არჩევნებს, მიუხედავად ყველაფრისა, მათი ძალადობისა, მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, ძალიან დიდი მადლობა რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს.

მე რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც თითოეული ხმისთვის იბრძვის. ღირს სიცოცხლის დათმობაც კი ამ სიველურის დამთავრებისთვის", - თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100